რუსეთის დუმამ "სპრავედლივაია როსიას" დეპუტატს გენადი გუდკოვს უფლებამოსილება შეუჩერა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას მხარი 291 -მა დეპუტატმა დაუჭირა, 150 წინააღმდეგი იყო, ხოლო 3-მა თავი შეიკავა. ხმის მიცემის პროცედურა ღია იყო.
რუსეთის დუმის უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მიმართ ეს გადაწყვეტილება გენპროკურატურის ინიციტივით იქნა მიღებული. გამოძიების ინფორმაციით, ის კანონდარღვევით ათავსება სადეპუტატო საქმიანობასა და ბიზნესსაქმიანობას.
თავად გენადი გუდკოვი მისი მისამართით წამოყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ დუმის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ იგი რუსეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.
დღეიდან დეპუტატ გენადი გუდკოვის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება.