გოდერძის უღელტეხილზე მშენებარე კურორტის სახელწოდებაზე კონკურსი ცხადდება, რომელიც 23 სექტემბერს დასრულდება. პრეზიდენტის ,,ფეისბუკის" გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილთან შენდება სრულიად ახალი კურორტი და ერთ-ერთი სასტუმროს მშენებლობას დღეს ჩაეყარასაფუძველი.
კონკურსში მონაწილე პირმა კურორტის საკუთარი ვერსია კომენტარის სახით, პრეზიდენტის ,,ფეისბუკის" გვერდზე უნდა განათავსოს. სახელის შერჩევისას, სასურველია, გაითვალისწინოთ კურორტის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და ისტორიული წინაპირობა. ვერსიების მიღება 23 სექტემბერს დასრულდება. გამარჯვებული სახელწოდება კი ახალ კურორტს დაერქმევა.