Avon-ი ქართველ მომხმარებლებს ნაოჭებთან წინააღმდეგ საბრძოლველად ახალ პროდუქტს Anew Clinical A-F33-ს სთავზობს.
კომპანია Avon-ი ქართველ მომხმარებლებს ნაოჭებთან წინააღმდეგ საბრძოლველად ახალ პროდუქტს Anew Clinical A-F33-ს სთავზობს. როგორც დღეს სასტუმრო "რადისონში" გამართულ პრეზენტაციაზე კომპანია Avon-ის წარმომადგენელმა გუჩი თავხელიძემ განაცხადა, ახალი პროდუქტი სახის კანსა და თვალის გარშემო კანს გაანთავისუფლებს ასაკობრივი ნაოჭებისაგან."ახალი პროდუქტის საოცარი შედეგის საიდუმლო მდგომარეობს უნიკალურ ფორმულაში A-F33, რომელიც ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას და რომელიც შეიქმნა კომპანია Avon-ის სპეციალისტების და მსოფლიოში ცნობილი ლაბორატორიის Neo Strata Inc.-ის მეცნიერების მიერ, რომელთა სპეციალობაც უშუალოდ ინოვაციურ, ასაკთან ბრძოლის ტექნოლოგიებს ეფუძნება"- განმარტა გუჩი თავხელიძემ.
"სახის კანზე ნაოჭების გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი კოლაგენის სინთეზის დარღვევაა. კანის ელასტიურობაზე პასუხისმგებელი კოლაგები 30 წლის შემდეგაც გამოიყოფა, მაგრამ აღარ არსებობს ორგანიზმში სატანადო პირობები მის ასრულად ასათვისებლად, შედეგად ხდება მისი ბლოკირება და სტრუქტურის მოშლა. დაპატენტებული A-F33 მოლეკულის მოქმედების პრინციპი განსხვავდება ანტიასაკობრივ პროდუქტებში წარმოდგენილი სტანდარტული ინგრედიენტების - რეტინოლის, ალფაჰიდროქსი მჟავების მოქმედების რეჟიმისგან"- განაცხადა კომპანიის კოსმეტოლოგ-დერმატოლოგმა რუსუდან კახიძემ.
აღსანიშნავია, რომ Avon-იევრომონიტორი ინთერნეიშენალის 2011 წლის მონაცემების მიხედვით საქართველოში პირველ ადგილს იკავებს კანის მოვლის პროდუქტების კატეგორიაში.კომპანია Avon-ი მეოთხე წელია საქართველოს კოსმეტიკურ ბაზარზეა და ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი სიახლე შესთავაზა მის მომხმარებელს.