"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ ტელეგრაფის ქუჩაზე, იქ სადაც რამდენიმე თვის წინ სახლი ჩამოინგრა, ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას მოუწოდა ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოსახლოებასთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
"ქრისტიან-დემოკრატები და პირადად მე, ზაზა გაბუნია მოვუწოდებ ხელისუფლებას რომ პურის მოედნი და ლესელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე განტავსებული და აქ ფოტოებზე წარმოდგენილი ათობით სახლის მდფლობელთან დაიწყოს მოლაპარაკება და შესთავაზოს მათ საბაზრო ღირებულების ოდენობის, ადეკვატური თანხა კომპენსაციის სახით, ხოლო სახლები რომელთა აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია, დაიწყოს მათი რეაბილიტაცია", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ
ზაზა გაბუნიამ დღევანდელ ბრიფინგზე ფოტო-გამოფენის სახით იმ სახლების ვიზუალური მასალა წარმოადგინა, რომლებიც ავარიულ, ამორტიზირებულ მდგომარეობაში იმყოფება.