,,ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში მუშაობის მანდატი ერთი წლით 2013 წლის 14 სექტემბრამდე გაუგრძელა, _ ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირმა გაავრცელა. ამ პერიოდის განმავლობაში ევროკავშირის ბიუჯეტიდან 20 მილიონ ევროზე მეტი თანხა გამოიყოფა.
საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მუშაობის ვადის გაგრძელებას ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტი კეტრინ ენტშონიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მისიამ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
"ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ შეიტანა უმნიშვნელოვანესი წვლილი ბოლო 4 წლის განმავლობაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოში და რეგიონში. მივესალმები მანდატის გაგრძელებას, რომელიც მისცემს მისიას იმის საშუალებას, რომ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება შეძლებისდაგვარად გააუმჯობესოს",- აცხადებსეშტონი.
ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავიშირებით გაფორმებული 6-პუნქტიანი შეთანხმებით დაკისრებული მოვალეობები.