საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი კასპის რაიონის სოფელ ქვემო ხანდაკში დაფიქსირდა.
მიწისძვრა 08:29:29 საათზე დაქფირსირდა და მისმა სიმძლავრემ 2,9 მაგნიტუდას შეადგინა.
როგორც სეისმოლოგები აცხადებენ, მიწისძვრის სიმძლავრე იმდენად სუსტი იყო, რომ იგი მხოლოდ აპარატებმა დააფიქსირეს და ნგრევას ვერ გამოიწვევდა.