მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის აღმასრულებელი დირექტორის, მხატვარ ზურაბ წერეთლის შვილიშვილი, ვასილ წერეთელი რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრის მრჩეველი გახდა. ვასილ წერეთლის საკურატორო სფეროს თანამედროვე ხელოვნება განეკუთვნება.
"ის იქნება მრჩეველი საზოგადოებრივ საწყისებზე. წერეთლის კომეტენციის სფეროში შევა საკითხები, რომელიც უკავშირდება მუზეუმების საქმიანობას თანამედროვე ხელოვნების სფეროსა და საექსპოზიციო პროექტებში", _ აცხადებს რუსეთის კულტურის სამინისტროს პრეს-სამსახური.
ვასილ წერეთელი თანამდეროვე ხელოვნების მუზეუმის აღმასრულებელი დირექტორი 2002 წელს გახდა. გასული წლების განმავლობაში მან განახორციელა მრავალი საინტერესო პროექტი. ცალკეული პროექტები თანამედროვე ხელოვნების სფეროში "ინოვაციისა" და "კანდინსკის პრემიებზე" იყო ნომინირებული.
ვასილ წერეთელი 1978 წლის 31 იანვარს თბილისში დაიბადა. იგი ორი წელი სწავლობდა ნიუ-იორკში დიზაინის უნივერსიტეტში Parson School of Design. 2000 წელს დაამათავრა ნიუ-იორკის School of Visual Arts.
ვასილ წერეთელი წარმატებულად საქმიანობს მხატვრობაში, ფოტოგრაფიაში, სკულპტურაში. იგი არის რამდენიმე ვიდეოინსტალაციის ავტორი - მათ შორის - განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს "ეძღვნება დაღუპულ ბავშვებს", "შიშველი სიმართლე". ვასილ წერეთელი არის მრავალი პერფორმანისა და გამოფენის ავტორი.
ვასილ წერეთელს ჰყავს მეუღლე -ესპანელი მოდელი კირა საკარელო და ოთხი შვილი- სამი ვაჟი და გოგონა.