14 - 30 სექტემბერს დედაქალაქი თბილისის მეოთხე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. თეატრალური ფესტივალი 2009 წელს დაფუძნდა ქალაქ თბილისის მერიის მიერ და ყოველწლიურად ტარდება. მისი მიზანი ქართული თეატრისა და კულტურის, თბილისისა და საქართველოს პოპულარიზაციაა მსოფლიო კულტურული და ინტელექტუალური ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების რიგში.
ფესტივალის პროგრამა 2012 :
• გახსნა - 14 სექტემბერი
• ქართული სპექტაკლების პროგრამა - 16-18 სექტემბერი
• 19-30 სექტემბერი - საერთაშორისო პროგრამა
• თემურ ჩხეიძის ვორქშოფი ახალგაზრდა რეჟისორთათვის 1-4 ოქტომბერი