მსოფლიოში ყველაზე დიდი ძაღლი, გერმანული დოგი, სახელად ზევსი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ძაღლი აშშ-ში, მიჩიგანის შტატის ქალაქ ოტსეგოში ცხოვრობს. სამი წლის ზევსის სიმაღლე 1 მეტრი და 10 სანტიმეტრია.
ინფორმაცია ზევისის შესახებ გინესის რეკორდების წიგნის 2013 წლის გამოცემაში მოხვდება.
გერმანული დოგები გამორჩევიან თავიანთი სიმაღლით. მათი საშუალო სიმაღლე 80 სანტიმეტრია, წონა კი 90 კგ.
ძაღლი ძალიან მეგობრულია ის პატრონის ერთგულია და განსაკუთრებით უყვარს ბავშვები. ძაღლს ადამიანებთან ურთიერთოობის პრობლემები ფაქტობრივად არ აქვს. ერთადერთი, იგი ვერ აფიქსირებს საკუთარ მასას და თამაშის დროს ადვილად შეუძლია ადამიანი წააქციოს.
გერმანულ დოგებს ძირითადად იყენებენ როგორც კომპანიონებსა და პირად მცველებს.