სირიაში არსებული არასტაბილრი ვითარების გამო ისრაელი ჩრდილოეთ საზღვრების გამაგრებას იწყებს. სასაზღვრო ინფრასტრუტრის გამაგრება მოიცავს სირიის საზღვრის გასწრივ ათეულობით კილომეტრზე ახალი ღობის მშენებლობას, ქვეითსაწინააღმდეგო სანგრების მოწყობას, დაზვერვის ახალი სისტემების, სწრაფი რეაგირებისადა ადერული შეტყობინების სიტემების განლაგებას.
ისრაელის არმია საზღვრის მშენებლობაზე, მხოლოდ საკუთარ სამხედრო-საინჟინრო ძალებს გამოიყენებს. მშენებლობის პერიოდში გამოყენებული იქნება ჯავშნიანი ტექნიკა. მშენებლებს სამხედრო შენაერთი "ეგოზი" დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ სირიაში 17 თვეა შეიარაღებული დაპირისირება მიმდინარეობს. ქვეყნიდან გახიზნულია ათასობით დევნილი. დაღუულთა რაოდენობა 18 ათასს აღწევს.