დიდი ბრიტანეთი ავღანეთიდან თავისი სამხედრო კონტიგენტის ვადაზე ადრე გამოყვანას აპირებს. ამის შესაძლებლობა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა არ გამორიცხა.
"Guardian"-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ჰემონდმა განაცხადა, რომ ნახევარი წლის წინ სამხედრო უწყებამ მიიღო ბრძანება "რაც შეიძლება მეტი ხნის განმავლობაში იქ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით სამხედრო კონტიგენტი შენარჩუნებულიყო", _ ამბობს მინისტრი.
გეგმის მიხედვით, ბრიტანეთმა ავღანეთიდან 500 თავისი სამხედრო უნდა გამოიყვანოს და იქ 9 ათასი დატოვოს - ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისათვის დახმარების გასაწევად. თუმცა, მინისტრის თქმით, სამხედროები მიიჩნევენ, რომ 2013 წლისათვის ავღანეთში ბრიტანეთის კონტიგენტის კიდევ შემცირება შესაძლებელი იქნება.