რუსეთის დუმის შენობასთან დღეს დილიდან უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. ამის მიზეზი არის ის, რომ დღეს დუმა "სპრავედლივაია როსიას" დეპუტატისათვის გენადი გუდკოვისათვის მანდატის ჩამორთმევის საკითხის განხილვას აპირებს.
რუსეთის დუმის მიმდებარე ქუჩებზე დილიდან პოლიციისა და ომონის წარმომადგენლებით სავსე ავტოდუსები დგანან. გაძლიერებულია პატრულირება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ პარასკევს "სპრავედლივაია როსიას" დეპუტატისათვის გენადი გუდკოვისათვის მანდატის ჩამორთმევის საკითხის განხილვაა დაგეგმილი, რომელიც ბიზნესის წარმოებაშია ეჭვმიტანილი.
გუდკოვისათვის მანდატის ჩამორთმევის მომხრეები არიან "ედინაია როსია" და რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია. ამ ორი ფრაქციის ხმები კი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნეს.
მასალის გამოყენების პირობები