ორი ადამიანი ემსხვერპლა რუსთავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. ავარია ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდზე მოხდა. ერთმანეთს "დაიჰაცუსა" და "ჯიპის" მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ, რის შედეგადაც "დაიჰაცუში" მჯდომი 2 მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
ძლიერი შეჯახების შედეგად "დაიჰაცუმ" დეფორმაცია მიიღო, რის გამოც გარდაცვლილების მანქანიდან ამოყვანა მხოლოდ მაშველების დახმარებით მოხერხდა.
ავარიის შედეგად დაზიანებები მიიღო ქალბატონმა, რომელიც "ჯიპს" მართავდა. ის სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.