რუსმა ოლიგარქმა ბორის ბერეზოვსკიმ და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა მორიგება გადაწყვიტეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სის რუსული სამსახური ავრცელებს.
მხარეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეთანხმება კონფედენცციალურია და გახმაურებას არ ექვემდებარება.
უნდა აღინიშნოს, რომ დავა მხარეებს შორის ბერეზივსკიმ დაიწყო, რომელმაც ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მას ბრალი დასდო საერთო აქტივების არასწორ მართვასა და მითვისებაში.
ბერეზივსკი აპირებდა პატარკაციშვილის მემკვიდრეებისთვის ქონების მნიშვნელოვანი ნაწილის წართმევას.
საქმის განხივლა ლონდონის სასამართლოში უახლოეს პერიოდში უნდა დაწყებულიყო.