ხვალ, 14 სექტემბერს, 12:00 საათზე, აღმაშენებლის 138-ში თიბისი ბანკის კინოპროექტის ფარგლებში ფილმის გადაღებები განახლდება.
მომდევნო ფილმის ავტორი და რეჟისორია სანდრო ჯანდიერი, ოპერატორი - კობა შველიძე,
მხატვარი - სიმონ მაჩაბელი, როლებში - ზაზა ბერაძე, ნია გრძელიძე, თენგიზ პაპაიძე, ფილმის სამხატვრო ხელმძღვანელია ნანა ჯანელიძე.
გადაღებები თიბისი ბანკის პროექტის "20 წელი/12თვე" ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტში მონაწილე ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებმა უკვე გადაიღეს 6 მოკლემეტრაჟიანი ფილმი. წლის ბოლოს 12 ფილმი ერთ სრულმეტრაჟიან ფილმად შეიკვრება და მას მაყურებელი თიბისი ბანკის დაბადების დღეზე, 17 დეკემბერს იხილავს.