"განკარგულება გავეცი, ერთი კვირის წინ კომისია შეიქმნა, რომ ყველაფერი უნდა დაკანონდეს, რათა ყველას ჰქონდეს თავისი მიწა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მესტიაში სტუმრობისას.
"ვიცი, აქ არის საუკუნეობრივი ტრადიცია, თუ ვის ეკუთვნის საძოვარი, მიწა, სათიბი და ხშირად ეს ქაღალდზედაც კი არ არის დაწერილი. ამიტომ განკარგულება გავეცი, ერთი კვირის წინ კომისია შეიქმნა, რომ ყველაფერი უნდა დაკანონდეს, რათა ყველას ჰქონდეს თავისი მიწა და ყველას ამის დამადასტურებელი საბუთი უნდა ჰქონდეს. ქვეყანაში უსამართლობის განცდა არ უნდა იყოს. ეს იმისთვის კი არ გვინდა, რომ ინვესტორმა მიწები აიღოს და სასტუმროები ააშენოს, არამედ თქვენ უნდა ააშენოთ, თქვენ უნდა გამდიდრეთ. მიწები როცა თქვენია, ბანკიდან კრედიტს უფრო ადვილად აიღებთ. თქვენზე უკეთესად ვინ იცის, თქვენზე უკეთესად ვერაინ ააშენებს", - განაცხადა სააკაშვილმა.