„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა მაგდა ანიკაშვილმა ლილოს დასახლებაში მცხოვრები ბილანი თევდორაძის ოჯახი მოინახულა.
მაგდა ანიკაშვილმა თევდორაძეების ოჯახს „ქრისტიან - დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ყურადღება ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა.
მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, ბილანი თევდორაძე უსინათლო და პირველი ჯუფის ინველიდია, რომელსაც ერთი ფეხი არ აქვს და ის მედიკამენტები, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სჭირდებათ, გაცილებით მეტ თანხას მოითხოვს, ვიდრე ამას არსებული პოლისები ითვალისწინებს.
„ჯანდაცვის კუთხით „ქრისტიან - დემოკრატები" ხაზს ვუსვამთ იმას, რომ აუცილებელია არსებული სადაზღვევო პირობების გაუმჯობესება, განსაკუთრებით მედიკამენტების კუთხით. სამწუხაროდ, რომელიც ბევრი ადამიანის და განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პრობლემებს სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით ვერ აგვარებს. „ - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა