ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა წინანდალის თეატრში შეკრებილ მოსახლეობას კახეთის მაჟორიტარები წარუდგინა.
გიორგი თარგამაძემ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში თელავის მაჟორიტარობის კანდიდატად პარტიის თელავის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ვანო გალახვარიძე დასახელდა. ახმეტაში- უშანგი გაგუნაშვილი, ლაგოდეხში- ჯემალ მაჭარაშვილი, დედოფლისყწაროში -ლია ჩოფური,ყვარელში- ალექსი ბაიდოშვილი,სიღნაღში- ნინო ყუფარაშვილი,გურჯაანში- ნინო მურაკაშვილი,საგარეჯოში მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატის მოსაპოვებლად კი გიორგი ობოლაშვილი იბრძოლებს.
მაჟორიტარი კანდიატების წარდგენის შემდეგ გიორგი თრაგამაძემ კახელებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
მისი განცხადებით, თითოეული ამომრჩეველი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ არჩევის შემთხვევაში "ქრისტიან-დემოკრატები" საქართველოს პარლამენტში მათი დასაყრდენი და ხალხის ინტერესების გამტარებლები იქნებიან.
„დინჯმა და მშრომელმა კახელებმა კარგად იციან, თუ კი რაიმე ამ ქვეყანას სიღატაკის ჭაობიდა ამოიყვანს და ქვეყანას გააერთიანებს, ეს არის ეკონომიკის განვითარება, სამართლიანი ტარიფები, სოფლის მეურნეობის ფეხზე დაყენება, განათლება და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. ყველა ამ შეკითხვაზე პასუხი არის „ქრისტიან-დემოკრატიულ" არამხოლოდ პროგრამაში, არამედ იმ ჩვენს ოთხწელიწადნახევრიან აქტივობაში, რომელიც საქართველოს პარლამენტში, თუ ზოგადად ქართულ პოლიტიკაში, „ქრისტიან-დემოკრატებს" გვახასიათებენ ", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ