დღეს 13 სექტემბერს ბათუმის პორტში კიდევ ერთი ახალი საკრუიზო გემი „Ocean Majesty" შევიდა, რომელიც აჭარაში ერთი დღე დარჩება. ხომალდზე 250-მდე ეკიპაჟის წევრი და 462 უცხოელი ტურისტი იმყოფება, რომლებიც მთელი დღის მანძილზე რეგიონის ღირშესანიშნაობებსა და ტურისტულ ადგილებს მოინახულებენ. საკრუიზო ხომალდს მოემსახურება ტურისტული კომპანია „ვიზიტ აჭარა", რომელიც გეგმავს უცხოელი სტუმრების საზეიმო მიღებას ბათუმის დრამატულ თეატრში, სადაც ფოლკლორულ შოუ გაიმართება.