საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გურიის სოფლებში იმყოფებოდა და სოფლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პრეზიდენტმა სოფელ შრომაში გზის დაგებაში თავად მიიღო მონაწილეობა.
,,გზა მნიშვნელოვანია,მაგრამ მარტო გზა ვერ წყვეტს ყველაფერს. გზას მოაქვს დასაქმება, განვითარება. ხელი ჩვენ ყველას გვაქვს ორი და იმდენი საქმე იყო თავიდან, რომლიდან დაგვეწყო მეც აღარ ვიცოდი ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
დღესვე პრეზიდენტი გურიის რაიონის სოფელ ნატანებში პროგრამის "ღიმილიანი საქართველო" მიმდინარეობასაც გაეცნო.