საქართველოში ვიზიტად მყოფმა Nნატოს ელჩებმა რუსთავის იუსტიციის სახლი მონახულეს.E რუსთავში სტუმრობისას ელჩები იუსტიციის სახლის მუშაობის პრინციპს გაეცვნენ.
სტუმრად ყოფი ელჩებისთვის სიმბოლურად, საგანგებო პასპორტებიც დაიბეჭდა. პასპორტებში აღბეჭდილია ყველა ის თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც საქართველოში განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ნატოს ელჩები იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, დიპლომატები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, რეინტეგრაციის მინისტრსა და უშიშროების საბჭოს მდივანთან.
ამასთან, ნატოს ელჩები შეხვედრებს გამართავენ არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. დაგეგმილია ელჩების ვიზიტი რუსთავის იუსტიციის სახლში. დიპლომატები გორის სამხედრო ბაზასაც მოინახულებენ.
შემაჯამებელი შეხვედრა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თორნიკე გორდაძესთან გაიმართება.