პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა დუშეთის რაიონის სოფელ ბედონში რეაბილიტირებული გაზსადენი დაათვალიერა. სამუშაოები კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა" საპრეზიდენტო პროგრამის „გაზი ყველა სოფელში" ფარგლებში შეასრულა.
სოფელი ბუნებრივ აირს უკვე მიმდინარე კვირის ბოლოს მიიღებს.
მთავარობის გეგმის მიხედვით, გაზსადენების რეაბილიტაცია მოხდება მიმდებარე სოფლებში: მლეთაში, არახვეთში, ქვეშეთში და ხადას ხეობაში, რის შედეგადაც ჯამში ხუთივე სოფელში მცხოვრები 270 აბონენტი ბუნებრივ აირს მიიღებს.