ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გლდანის რაიონის მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა მუხიანში ავტოსადგურის მშენებლობა დაათვალიერა და სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა .
ატოგასამართი სადგური ექსპლუატაციაში უახლოეს მომავალში შევა, სადაც 500 ადამიანი დასაქმდება, მათგან 150 ადამიანს ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა პირადად გაუწია შუამდგომლობა დამსაქმებელთან.
ნიკოლოზ ხაჩირაშვილი: გლდანელების ძირითადი პრობლემა არის დასაქმება და ჩვენი პრიორიტეტია, ისეთი გარემო შვქმნათ, რომ ხელი შეუწყოთ სამუშაო ადგილების შექმნას.