საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გოდერძის უღელტეხილზე, სადაც მალე სრულიად ახალი კურორტი შეიქმნება, სასტუმრო-კომპლექსის "პიაცა ალტა" მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
პრეზიდენტის ,,ფეისბუკის" გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, კომპლექსი 5 სასტუმროსგან შედგება, სადაც შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რომელიც ყველა ასაკისა და გემოვნების დამსვენებელს დააკმაყოფილებს.
მშენებლობის პირველი ეტაპი 2013 წლის დამლევს დასრულდება, ხოლო სრული დატვირთვით 2014 წლისთვის ამუშავდება. აღნიშნულ მშენებლობაზე 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.