ჭიათურაში კაცხის უძველესი ტაძრის რეაბილიტაცია იწყება. მე-10 საუკუნის 40-მეტრიანი სვეტის ირგვლივ მიმდებარე ტერიტორიაზე, პროექტის ფარგლებში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც იგეგმება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი სოფელ კაცხში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ძეგლის გადარჩენისა და რაიონის ტურისტული გარემოს ახალ პერსპექტივებზე ესაუბრა.