მსოფლიოში ცნობილ ბიგ ბენს რომელიც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შენობასთან ლონდონში მდებარეობს სახელი გადაარქვეს და მას "ელისაბედის კოშკი" უწოდეს. სახელი ამ შენობას დედოფალ ელისაბედის მმართველობის 60 წლიანი იუბილის პატივსაცემად შეუცვალეს. ინფორმაციას ამის შესახებ "Press Association"-ი ავრცელებს.
ივნისის ბოლოს თემთა პალატის კომისიამ მოიწონა წინადადება კოშკისათვის სახელის გადარქმევის შესახებ. 16 ივნისს ლონდონში ტრადიციული ყოველწლიური აღლუმი გაიმართა. იგი გახდა მეორე მონარქი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, რომელმაც ქვეყნის მმართველობის 60 წლისთავის იუბილე აღნიშნა.
ბრიტანეთის დედაქალაქის სიმბოლო ბიგ ბენი ვესტმისტერის სასახლის არქიტექტურული კომპლექსის ნაწილია. საათი მიწიდან 55 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მსოფლიოში ყველაზე დიდად მიიჩნევა.