„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურა ხაჩიძე ბაგრატიონის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
ზურა ხაჩიძე ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს და მათ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის"წინასაარცევნო პროგრამა გააცნო.
ზურა ხაჩიძის განცხადებით, მოსახლეობის ძირითად პრობლემას შიდა გზების გაუმართაობა წარმოადგენს, რადგან გზის სავალი ნაწილი დაზიანებულია და ყოველდღიურად როგორც მძღოლებისთვის, ასევე მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„მინდა მოვუწოდო შესაბამის უწყებას რეაგირებისკენ, რათა გაკეთდეს სავალი გზის ის ნაწილი, რომელიც დაზიანებულია და მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. „ქრისტიან-დემოკრატების " გამარჯვების შემთხვევაში, მოხდება შიდა ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება და დიდუბის რაიონის ყველა ქუჩა მოწესრგიდება" - განაცხადა ზურა ხაჩიძემ