„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო გურიელი ვაკის პარკში მოსახლეობას შეხვდა.
ნინო გურიელი ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს და მათ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
ნინო გურიელის განცხადებით, მოსახლეობას ისეთი პრობლემები აწუხებს, როგორიცაა მაღალი კომუნალური გადასახადები და უმუშევრობა.
„ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ მქონდეს ყოველდღიული მჭირდო კავშირი ჩემს ამომრჩეველთან,რათა გავიგო ყველა ის პრობლემა, რომელიც მათ აწუხებთ. „ქრისტიან-დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ჩვენ მეორე დღიდანვე ეტაპობრივად დავიწყებთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებას, რადგან პრობლემები მართლაც ძალიან ბევრია და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით ჩვენი სიტყვა შევასრულოთ"- განაცხადა ნინო გურიელმა