„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნოდარ სარჯველაძე ბახტრიონზე წიგნის სახლში სტუდენტებს შეხვდა.
ნოდარ სარჯველაძემ სტუდენტებს „ქრისტიან - დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ყურადღბა განათლების პროგრამაზე გაამახვილა.
ნოდარ სარჯველაძის განცხადებით, „ქრისტიან - დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში, ყველა სტუდენტისთვის უმაღლესი განათლების მიღება ხელმისაწვდომი იქნება.
„დღეს ბახტრიონზე წიგნის სახლში სტუდენტებს გავაცანი განათლებასთან და დასაქმებათან დაკავშირებული პროგრამა, რომელიც შემუშავებულია წლების განმავლობაში და უკვე ინერგება თბილისის ათ სკოლაში, მათ შორის საბურთალოს რაიონის 6 სკოლაში. ამიტომ მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, მაქვს ამბიცია და ერთგვარი მისია საბურთალოს რაიონის მიმართ, რომ პროგრამა მოზარდთა თაობის სამეწარმეო განათლების შესახებ დავნერგო საბურთალოს რაიონში", - განაცხადა ნოდარ სარჯველაძემ.