"წვრთნეთის ჩატარების წინააღმდეგნი არ ვართ, მაგრამ ჩვენ გამჭვირვალეობის მოწოდებით გამოვდივართ, ვინაიდან მივიჩნევთ რა, რომ ეს ურთიერთნდობის საფუძველია. და რა არის სწავლების მიზანი და სად და როგორ ჩატარდება ის?", _ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა "ევრონიუსისათვის მიცებულ ინტერვიუში კითხვაზე პასუხის გაცემისას ღელავს თუ არა ის იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნები საქართველოს საზღვართან გაივლის და პრაქტიკულად იქ დაგეგმილ არჩევნებს ემთხვევა.
ამასთან ერთად ნატოდ გენმდივანი აცხადებს, რომ არავითარი ოფიციალური ინფორმაცია ნატოს რუსეთისაგან ამ წვრთნების შესახებ არ მიუღია. რასმუსენი ამის გამო წუხილს გამოთქვამს.
"ჩვენ რუსეთიდან არავითარი ოფიციალური ინფორმაცია არ მიგვიღია და ამის გამო ძალიან ვწუხვართ",_ განაცხადა რასმუსენმა.
ამას გარდა, ამავე ინტერვიუში ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას უნდა ახსოვდეს, რომ ყველა ქვეყანა თავად ირჩევს შეუერთდეს ალიანსს თუ არა და ეს მისი უფლებაა.
"ასე რომ გადაწყვეტილება საქართველომ უნდა მიიღოს და ამ ქვეყანამ უკვე დაადასტურა თავისი ინტერესი. 2008 წელს ბუქარესტში გამართულ სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი თუ რა თქმა უნდა იგი ყველა პირობას შეასრულებს", _ განაცხადა რასმუსენმა.