თბილისში გვიან ღამით ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. Dდაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთ დაშავებულს სახეზე ნაკვეთი ჭრილობა მეორე მათგანს კი გულმკერდის არეში აღენიშნებოდა. მესამე დაშავებულს კი ტვინის შერყევა და ცხვირი ჰქონდა გატეხილი. როგორც ჟურნალისტებთან ექიმება განაცხადეს შესაბამისი მკურნალობის ჩატარებაზე უარი იმ პაციენტმა განაცხადა, რომელსაც თავის შერყევა აღენიშნებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული პირების მდგომარეობა მძიმე არ არის.
ინციდენტის მიზეზად ორი შემთხვევა განიხილება. ერთ-ერთი ვერსიით ახალგაზრდებმა ბაქო ითამაშეს, რის შემდეგაც ე.წ ,,თავანი" ვერ ჩააბარეს, რასაც ჩხუბი მოყვა. Mმეორე ვერსიის თანახმად, კი ეჭვმიტანილი, რომელიც ამ დროისთვის დაკითხვაზეა ,,ჯაზ" კლუბში ცოლსა და მეგობარს ეჩხუბებოდა. კამათის შეჩერება დაცვის თანამშრომლებმა სცადეს, რა დროსაც შელაპარაკება მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება 239 მუხლის მესამე ნაწილით დამამძიმებელ გარემოებებში ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას სამი წლით ითვალისწინებს.