ცესკო-მ საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკო-დან აცნობეს, საზღვარგარეთ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 42 613-ს შეადგენს.
მათ შორის 1 409 ამომრჩეველმა 10 სექტემბრის ჩათვლით საკონსულო საარჩევნო რეგისტრაცია გაიარა.
აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება სხვა სახელმწიფოებში დამატებითი საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ.
დამატებითი საარჩევნო უბნები შეიქმნა - №43 საარჩევნო უბანი - ესპანეთის სამეფო, ქ. ბარსელონა; №44 საარჩევნო უბანი - კანადა, ქ. ოტავა; №45 საარჩევნო უბანი - ირლანდია, ქ. დუბლინი; №48 საარჩევნო უბანი - უნგრეთი, ქ. ბუდაპეშტი; №49 საარჩევნო უბანი - პორტუგალიის რესპუბლიკა, ქ. ლისაბონი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე, ცესკო-ს დადგენილებით, საზღვარგარეთ 42 საარჩევნო უბანი შეიქმნა.