რეაბილიტირებული თელავის პრეზენტაცია 15 სექტემბერს გაიმართება. პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნუგზარ ხუცაიძის განცხადებით, საზეიმო ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება და 19:30 საათზე „ჯიფსი კინგის" კონცერტით დასრულდება.
„ძალიან ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, 12:00 საათზე ჩოლოყაშვილის ქუჩიდან დაიწყება და თითქმის ყველა ქუჩაზე იქნება სხვადახვა ღონისძიება. დღის ბოლოს „ჯიფსი კინგის" კონცერტიც გაიმართება," - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნუგზარ ხუცაიძემ.
12:00 საათზე გაიხსნება რეაბილიტირებული „ნადიკვრის პარკიც", სადაც საცირკო წარმოდგენა და ბავშვებისთვის სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. 15 სექტემბერს პარკში ატრაქციონები უფასო იქნება.
თელავში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წლის მარტში დაიწყო.