,,ნატოში აკრედიტებულ ელჩებს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო აინტერესებთ", _ განაცხადა ,,იმედის" ეთერში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში გრიგოლ მგალობლიშვილმა.
,,ბუნებრივია, ეს არის ერთ-ერთი თემა, რომლითაც ნატოში აკრედიტებული ელჩები ინტერესდებიან, რადგან ეს არის დემოკრატიული რეფორმების შემადგენელი ნაწილი. თუმცა ყველა შეხვედრაზე გენერალური მდივანი და ნატოს წევრი სახელმწიფოს ელჩები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში საქართველოში გატარებულმა რეფორმებმა საქართველო ალიანსთან მნიშვნელოვნად დააახლოვა", _ განაცხადა მგალობლიშვილმა.