მოსკოვის დასავლეთ ნაწილში უცნობმა პირებმა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებელი მოკლეს. განცხადება ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა გააკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებელი ალექსანდრე ლეონოვო თავისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან მოკლეს. აღნიშნული შემთხვევის თვითმხილველი მხოლოდ მისი მეუღლეა. ლეონოვი ქილერების მიერაა მოკლული. მას ჭრილობა თავისა და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, რომელთაგან ყველაზე სერიოზული ლეონოვის პროფესიული საქმიანობაა.