კოალიცია ,,ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ კოალიციის დაშლას არ გამორიცხავს, _ ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ კოალიციის დაშლა ლოგიკურია.
,,პრინციპში ნორმალურია, რომ არჩევნების შემდგომ კოალიცია დაიშალოს. ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არსებობს და ლოგიკურია", _ განაცხადა ივანიშვილმა.