,,სააკაშვილი ახერხებს და თავისი ყოფილი მეგობრები, ევროპელები ყოფილი ურთიერთობების გამოყენებით შეცდომაში შეყავს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების"ლიდერმა ესტონეთის თავდაცვის მინისტრის ურმას რეინსალუს განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ევროპელებს ატყუებს.
,,მე მგონია, აქ ერთი და იგივე საქმესთან გვაქვს შეხება, რომ სააკაშვილი ახერხებს და თავისი ყოფილი მეგობრები, ევროპელები ყოფილი ურთიერთობების გამოყენებით შეცდომაში შეყავს. მე მგონი, ახლა ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ვნახოთ ჩვენი შეხვდრის შესახებ განცხადებას ურმას პაეტი გააკეთებს, მე არ დავასწრებ და ჩვენი შეხვედრის შეფასება ამის შემდეგ gavakeToT ", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ეტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ურმას პაეტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ "ვოლ სთრით ჯორნალში" ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ურმას რეინსალუმ გამოქვეყნა სტატია სათაურით "ქართული დემოკრატია და რუსული ჩარევა".
წერილში ესტონელი პოლიტიკოსი საქართველოს შესახებ დიმიტრი მედვედევისა და ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება. სტატიაში ნათქვამია, რომ აგვისტოში პუტინმა შოკში ჩააგდო დასავლეთი, როდესაც თქვა, რომ 2008 წლის ომისთვის მზადება ორი წლით ადრე დაიწყო.
ურმას რეინსალუ წერს, რომ ევროპელმა ლიდერებმა ამჯერად მოსკოვის ზრახვები სათანადოდ უნდა შეაფასონ. ესტონელი მინისტრის აზრით, რუსეთს დღესაც ის ამბიცია აქვს, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და საამისოდ, ვითარების დესტაბილიზაციისთვის ახალ მიდგომას - შიდა პოლიტიკას იყენებს.
ურმას რეინსალუ წერს, რომ მოსკოვის ეს ძალისხმევა კონცენტრირებულია ოპოზიციონერი ფიგურის - მილიარდეlი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ, რომელმაც ქონება პოსტსაბჭოთა ქაოტურ რუსეთში დააგროვა.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის რიტორიკა ეთნო-ნაციონალისტური და ფუნდამენტურ-ორთოდოქსულია, მის მიერ დაფინანსებული ჯგუფები ძალადობის პროვოცირებასთან არიან დაკავშირებული და არა გაუმჯობესებულ პოლიტიკურ დებატებთან.
წერილში ნათქვამია, რომ "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა ქცევის კოდექსზე, რომელსაც სხვა ყველა პარტია დათანხმდა. ურმას რეინსალუ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილსაც აკრიტიკებს, რომელიც მან "wall street journal"-Si გამოაქვეყნა.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის წერილს ქართველი ექსპერტები აფასებენ. მათი განცხადებით, წერილში ნათლად ჩანს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
პოლიტოლოგების თქმით, მხარდამჭერი განცხადება ადასტურებს, რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნები ინფორმირებულები არიან ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესების შესახებ და ცდილობენ გააფრთხილონ თანამეგობრობა რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე.
ექსპერტები წერილიდან განსაკუთრებით იმ ნაწილს გამოყოფენ, სადაც ურმას რეინსალუ კრემლის იმ ახალ მეთოდებზე საუბრობს, რომლითაც პუტინი ცდილობს, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩაერიოს.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაზე კომენტარი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმაზ პაეტმა გააკეთა. ის აცხადებს, რომ ესტონეთი მხარს უჭერდა და მომავალშიც დაუჭერს საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.