ლიბიაში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის გამოძიებაში ჩართული პირები მიიჩნევენ, რომ ძალადობრივი აქცია, შესაძლოა, წინასწარ დაგეგმილი ყოფილიყო. გამომძიებლები მომხდარში ბევრ პროფესიონალურ კვალს ხედავენ.
არსებობს მოსაზრება, რომ ბენგაზში მომხდარი თადასხმის უკან, შესაძლოა, "ჯიჰადის დაჯგუფება" იდგეს.
პირველ ვერსიად განიხილებოდა სპონტანური მოქმედება ინტერნეტში ნაჩვენები ანტიისლამური ფილმის გამო.
შეიარაღებლმა პირებმა ბენგაზში აშშ-ის საკონსულოს შტურმი განახორციელეს, რის შედეგადაც შენობას ცეხლი გაუჩნდა. იერიშის მოგერიება ლიბიისა და აშშ-ის უსაფრთხოების ძალებმა პირველივე იერიშისას ვერ შეძლეს.
თავდასხმის შედეგად ოთხი ამერიკელი დიპლომატი, მათ შორის აშშ-ის ელჩი ლიბიაში კრისტოფერ სტივენსი დაიღუპა. ასევე დაღუპლია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი შონ სმიტი. სხვა დაღუპულების სახელები ამ დრომდე უცნობია.
აღნიშნული ინცინდენტის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირობა დადო, რომ თადასმის უკან მდგომი ძალები აუცილებლად აგებენ პასუხს, თუმცა დასძინა, რომ მას არ სურს ურთიერთობების გაწყვეტა ლიბიის ახალ ხელისუფლებასთან.