დღეს, 13 სექტემბერს, 20:00 საათზე, მეიდანზე გორან ბრეგოვიჩი კონცერტს გამართავს. ცნობილი თანამედროვე ბალკანელი კომპოზიტორი საათ-ნახევრის განმავლობაში გრანდიოზულ კონცერტს გამართავს.
კომპოზიტორმა სახელი მოიხვეჭა გიტარისტობით როკ ჯგუფში ბიჟელო დუგმე, რომელშიც ბოსნიის სამივე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული: მუსულმანები, ხორვატები და სერბები. საერთაშორისო მასშტაბით მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები ემირ კუსტურიცას ფილმებს უკავშირდება (ბოშების დრო, არიზონა-ოცნება, დედოფალი მარგო და მიწისქვეშეთი).
გორან ბრეგოვიჩი საქართველოს არტფორუმის ორგანიზებით ეწვევა. დასწრება თავისუფალია.