კომპანია Apple-მა ახალი სმარტფონი iPhone 5 წარმოადგინა. iPhone 5-ს წარდგენის უფლება კომპანიის პრეზიდენტმა Apple-ის ვიცე-პრეზიდენტს ფილ შილერს არგუნა. ახალი სმარტფონის კორპუსი მთლიანად მინისა და ალუმინისაგანაა დამზადებული. iPhone 5-ს 7,6 მმ-იანი კორპუსი გააჩნია, რის გამოც ის iPhone 4S-თან შედარებით 18 %-ით მსუბუქია და 112 გრამს იწონის. iPhone 5-ს 4 დიუმინიანი ეკრანი ეკრანი გააჩნია და მისი ბატარეა მუშა მდგომარეობაში გაცილებით მეტ დროს ძლებს ვიდრე მისი წინამორბედი. დატენილი ბატარეით iPhone 5-ზე შესაძლებელია 10 საათის განმავლობაში ვიდეოს ყურება, ხოლო 40 საათის განმავლობაში მუსიკის მოსმენა.
„iPhone 5-ი ყველაზე მაგარია, რაც კი ჩვენ ოდესმე შეგვიქმნია"- განაცხადა ფილ შილერმა პრეზენტაციისას.
აშშ-ში iPhone 5-ის ღირებულება Apple-ის ორმხრივი კონტრაქტორებისათვის 399-დოლარამდე იქნება. ახალ, iPhone 5-ი, მისი წინამორბედივით თეთრი და შავი შეფერილობის იქნება და 21 სექტემბრიდან მისი რეალიზაცია 9 სამინზე ბაზარზე დაიწყება.