ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა Must carry-ის პრინციპი არჩევნების შემდეგაც გაგრძელდებას იმედოოვნებს. ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ლუკა ვოლონტემ განაცხადა.
ვოლონტე აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება Must carry-ის და Must offer-ის კანონის მიღებას მიიჩნევს, რომ Must carry-ის პრინციპი არჩევნების შემდეგაც უნდა გაგრძელდეს.
მისივე თქმით, მასმედია როგორც ინფორმაციის უპირველესი წყარო, გადამწყვეტ როლს თამაშობს საარჩევნო პროცესში, რადგან ის არის საზოგადოებას სხვადასხვა სუბიექტების შესახებ აწვდის ინფორმაციას.
ვოლონტე მიიჩნევს, რომ არჩევნებისდემოკრატიულად ჩასატარებლად აუცილებელი პირობაა, არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას თანაბრად მიუწვდებოდეს ხელი მედიასაშუალებებზე.
"ჩვენი დელეგაცია სთხოვს ხელისუფლებას, განიხილოს Must carry-ის და Must offer-ის გახანგრძლივების შესაძლებლობა მანამ, სანამ საარჩევნო პროცესი საბოლოოდ არ დასრულდება", - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა.
ვოლონტემ მოუწოდა ხელისუფლებას მოიძიოს ყველა შესაძლებლობა და რეგიონებს მედიაზე წვდომის საშუალება მიეცეთ.