"NASA"-ს მეცნიერები ამტკიცებენ, რომ 2012 წლის 21 სექტემბერს პლანეტა დედამიწას კატასტროფა ელოდება. მათი განცხადებით, ქვეყნის აღსასრული, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ანომალიური ამინდის გამო დადგება. ინფორმაციას ამის შესახებ დასავლური მედია ავრცელებს.
"2012 წლის 21 სექტემბერს მზეზე აფეთქებების სერია მოხდება. მზე კოსმოსში დიდი რაოდებით გაზს გამოუშვებს, რომლებიც გაავარვარებენ კოსმოსურ ატმოსფეროს. ამის შედეგად, დედამიწაზე ძალიან ძლიერი გეომაგნიტური რყევები და ქარიშხლები დაიწყება", _ ნათქვამია გამოკვლევაში.
21 სექტემბერს კოსმოსური ენერგიის ცენტრი ქალაქ ჰიუსტონში განგაშის სიგნალის მიღებას ელოდება, რომელიც სპეციალური თანამგზავრიდან უნდა შემოვიდეს. ეს თანამგზავრი მზეს აკვირდება. აღნიშნული სიგნალი კაცობრიობისთვის იქნება მაუწყებელი იმისა, რომ საფრთხე ახლოა. ამასთან, კვლევის ავტორთა აზრით, ყველა ძალისხმევა კატასტროფის აღსაკვეთად ამაო იქნება.
იმისათვის, რომ გეომაგნიტური ქარიშხალი დაიწყოს საჭირო მხოლოდ რამდენიმე წუთი იქნება. პირველ ეტაპებზე ადამიანები შეძლებენ ისეთი მოვლენის დანახვას, რომელიც გარეგნულად პოლარული ციალის მსგავსი იქნება, ოღონდ უფრო კაშკაშა. ამის შემდეგ, პროგნოზის მიხედვით, მწყობრიდან გამოვა ტრანსფორმატორები და ყველა ენერგოსისტემა. ელექტროენერგიის გარეშე დარჩება ასობით მილიონი ადამიანი.
მზის მხრიდან ამ "იერიშის" შედეგად, დედამიწის არც ერთი მცხოვრები არ დაიღუპება, მაგრამ მისი შედეგები კატასტროფული იქნება და მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში მსხვერპლის ათვლა უკვე მილიონებზე წავა.
კოლაფსის შედეგად, მწყობრიდან გამოვა წყლის, ნავთობისა და ბინებრივი აირის მილსადენები. გაჩერდება სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემები საავადმყოფოებში. მწყობრიდან გამოვა პროდუქტების საცავები, მეტ-ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ეკონომიკები პარალიზდება. ამასთან, ენერგოსისტემის სწრაფი აღდგენა ვერ მოხერხდება, ვინაიდან დამწვარი ტრანსფორმატორები ახლებით იქნება შესაცვლელი, მაგრამ ქარხნები, რომლებიც მათ აწარმოებენ, გაჩერებული იქნება. მათ აღდგენას კი მრავალი წელი დასჭირდება.
როგორც ცნობილია, მსგავსი მაგნიტური ქარიშხალი 1859 წელს უკვე იყო. მაშინ მრეწველობა მხოლოდ იწყებდა განვითარებას და ამიტომაც მსოფლიომ დიდი ზარალი არ ნახა. დღეს კი კაცობრიობა გაცილებით უფრო ადვილად ხელყოფადია.
რედაქციისგან: აღნიშნული ინფორმაციის მრავალი ინტერნეტგამოცემის მიერ გამოქვეყნების მიუხედავად, თავად NASA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე nasa.gov , 21 სექტემბერს მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ არაფერია ნათქვამი.