forsa-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა უმრავლესობა ნდობას ეკლესიას უცხადებს. კვლევის თანახმად, შედეგები ასე გადანაწილდა: ეკლესიას ნდობას რესპონდენტთა 89% უცხადებს, 74% კი ქართულ ჯარს ენდობა.
კვლევის შედეგები forsa დღეს გამოაქვეყნა. კვლევითი ცენტრი, რომელიც 1984 წელს დაარსდა, სოციოლოგიურ და პოლიტიკურ კვლევებს საერთაშორისო მასშტაბით ატარებს. საქართველოში საზოგადოებრივი გამოკითხვა 17 აგვისტოდან 30 აგვისტომდე პერიოდში ჩაატარა და 2008 რესპონდენტი პირდაპირი ინტერვიუს გზით გამოიკითხა, რომლებიც შემთხვევითი შერჩევის გზით შეირჩნენ.