forsa-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური ლიდერებიდან ბიძინა ივანიშვილი 49 %-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი. მას მხარდაჭერას რესპონდენტთა 48 % უცხადებს, გამოკითხულთა 47 % მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილს, 41 % - სოზარ სუბარს, 40% - გიგი უგულავას. ირაკლი ალასანიას გამოკითხულთა 39% ენდობა, მაია ფანჯიკიძეს - 38%, გიორგი თარგამაძეს - 31%, რუსუდან კერვალიშვილის - 30%, მიხეილ მაჭავარიანს - 25%, ნიკა რურუას - 24%, ჯონდი ბაღათურიას - 20%, გიგა ბოკერიას - 18%, კახა კუკავას - 18%, შალვა ნათელაშვილის - 16%, დავით გამყრელიძეს - 16%, ხოლო ნინო ბურჯანაძეს - 13%.
შეგახსენებთ, რომ კვლევის შედეგები forsa-მ დღეს გამოაქვეყნა. კვლევითი ცენტრი, რომელიც 1984 წელს დაარსდა, სოციოლოგიურ და პოლიტიკურ კვლევებს საერთაშორისო მასშტაბით ატარებს. საქართველოში საზოგადოებრივი გამოკითხვა 17 აგვისტოდან 30 აგვისტომდე პერიოდში ჩაატარა და 2008 რესპონდენტი პირდაპირი ინტერვიუს გზით გამოიკითხა. ისინი შემთხვევითი შერჩევის გზით შეირჩნენ.