ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდა. ლევან ვეფხვაძე ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს და მათ პარტიის წიანსაარჩევნო პროგრამა გააცნო
შეხვედრისას საუბარი შეეხო მაღალ კომუნალურ გადასახადების, დასაქმებისა და სტატუს შეჩერებული სტუდენტების პრობლემებს.
ლევან ვეფხვაძის განცხადებით არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატების გამარჯვების შემთვევაში ქვეყანაში დაწესდება სამართლიანი ტარიფები." ეს არამარტო რიგით მოქალაქეებს შეუმსუბუქებს მძიმე სოციალურ ყოფას არამედ მცირე და საშუალო ბიზნესს საშუალებას მისცემს უფრო მეტი ადამიანი დაასაქმოს" აღნიშნა ვეფხვაძემ
ვეფხვაძის განცხადებით ქრისტიან-დემოკრატების პროგრამა ასევე ითვალისწინებს ხელმისაწვდომი განათლების არსებობას ქვეყანაში. მისი თქმით იმ შემთხვევაში თუ ქდმ ხელისუფლებაში მოვა ყველა სტუდენტს რომელიც გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სახელმწიფოსგან მიიღებს 50%-იან დაფინანსებას."სახელმწიფოს მხრიდან სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად განათლება გახდება ყველასათვის ხელმისაწვდომი და არცერთი სტუდენტი არ დარჩება უნივერსიტეტს მიღმა" განაცხადა ლევან ვეფხვაძემ
მასალის გამოყენების პირობები