სოციოლოგიური კვლევებისა და სტატისტკური ანალიტიკის გერმანული ინსტიტუტის, Forsa-ს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა პრემიერის პოსტზე მხარდაჭერას ბიძინა ივანიშვილს უცხადებს.
კვლევის თანახმად, შედეგები ასე გადანაწილდა გამოკითხულთა უმრავლესობა 43% მხარდაჭერას ბიძინა ივანიშვილს, 33% ივანე მერაბიშვილს, ხოლო დანარჩენი 24% მიიჩნევს, რომ ხმას პრემიერ-მინისტრობის ან არც ერთ კანდიდატს არ მისცემდა ან არა აქვს პასუხი.
შეგახსენებთ, რომ კვლევის შედეგები forsa დღეს გამოაქვეყნა. კვლევითი ცენტრი რომელიც 1984 წელს დაარსდა სოციოლოგიურ და პოლიტიკურ კვლევებს საერთაშორისო მასშტაბით ატარებს. საქართველოში საზოგადოებრივი გამოკითხვა 17 აგვისტოდან 30 აგვისტომდე პერიოდში ჩაატარა და 2008 რესპონდენტი პირდაპირი ინტერვიუს გზით გამოიკითხა, რომლებიც შემთხვევითი შერჩევის გზით შეირჩნენ.