ხვალ, 13 სექტემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო "Holiday Inn"-ში, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის და თურქეთის საელჩოს ორგანიზებით, საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი გაიმართება.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ თურქული კომპანიები შემდეგი სექტორებიდან: ავეჯის წარმოება, კვების მრეწველობა, მშენებლობა, ტურიზმი, ვინტილაცია, სამედიცინო, ქიმიური პროდუქციის წარმოება, მეტალურგია, კარვის წარმოება, საიუველირო და ავტომობილის ნაწილების წარმოაბა.