20 სექტემბრიდან თბილისის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში უცხოური სპექტაკლები იქნება წარმოდგენილი.
საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეწვევა "ფრიდა სტრინდბერგი" მომენტ თეატრი (შვედეთი), "უბედური კაცი" თეატრი მერკური (დიდი ბრიტანეთი), "ღმერთების დაცემა" იან კოხანოვსკის სახელობის თეატრი ოპოლე (პოლონეთი), "ქორწილი" იანკა კუპალას სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (ბელორუსია), "პენთესილეა" ევი შუბერტის ვიდეოწარმოდგენა (გერმანია), "კუნფუს გამოცხადება.9 გრაგნილი" პოლი მენეჯმენტ ჯგუფი, (ჩინეთი), "უძრავი მოგზაურები" კომპანია ფილიპ ჟანტი (საფრანგეთი), "ზოგჯერ ბრძენიც შეცდება" ოლეგ ტაბაკოვის თეატრი, (რუსეთი), "სევდიანი სიმღერები ევროპის გულიდან" კომპანია კრისტიან სმედსი (ლიტვა), "მოხუცი ცოლების ზღაპრები" ჯგუფი მიკლატ 209 (ისრაელი), "სახლი მ" ხელოვნების ცენმტრი კოლიზეუმი (მოლდოვა), "დადადადან ტუნკო" იაპონური დრამ შოუ "ჯირაია ფროდაქშენი", იაპონია.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს დააფუძნა ქ. თბილისის მერიამ და ყოველწლიურად ტარდება.