ხვალ, 13 სექტემბერს, 19:30 საათზე, ვახტანგ კახიძის სახელობის მუსკიალურ ცენტრში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "შემოდგომის თბილისი 2012" გაიხსნება.
მუსიკალურ ფესტივალს გახსნის "ერთი თბილისური ამბავი" (ვარიაციები "ქეთო და კოტეს" თემებზე). მონაწილეობენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის გუნდი, ქორმაისტერი - ლია ჭონიშვილი, დირიჟორი ვახტანგ კახიძე, დამდგმელი რეჟისორი ლევან წულაძე. სოლისტები - ნ.ძიძიგური, ს. მჭედლიშვილი, მ. ნაჭყებია და სხვები.
ფესტივალის ფარგლებში თბილისის სიმფონიეტა კამერული მუსიკის კონცერტს გამართავს, სადაც შეასრულებს ბაროკოს პერიოდის მუსიკალურ ნაწარმოებებს. ასევე, ფესტივალს ეწვევა ისრაელის კამერული ორკესტრი "იერუსალიმის კამერატა" დირიჟორი - ავნერ ბირონი. ხოლო ჯაზური მუსიკის კონცერტს წარმოადგენს დიდიე ლოკვუდი (ვიოლინო), ტიერი ელიეზი (ფორტეპიანო) და ანდრე ჩეკარელი (დასარტყამი).
ფესტივალი 30 სექტემბერს დაიხურება.
ორგანიზატორი და პროექტის ხელმძღვანელი: ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, პრეზიდენტი - ვახტანგ კახიძე.
შემოდგომის თბილისი" პირველად ჩატარდა 1993 წელს, თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრისა და თბილისის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივით.