ისრაელის ახალი ელჩი საქართველოში მოვალეობის შესრულებას შეუდგა. იუვალ ფუქსმა დღეს პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა.
ელჩმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ისრაელის საელჩო სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს და დიპლომატიური, კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე იზრუნებს.
ისრაელის ახალი ელჩი საქართველოში 3 კვირის წინ ჩამოვიდა. მან პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები 10 სექტემბერს გადასცა მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.